Home

 

 About Us

 

 Creative Indust. & Crafts Develop.

 

 Cultural Heritage

 

Georgian
 Cultural Studies

 

Exhibitions

 

ISTORIALI Show Room



GACC Services


Channel ISTORIALI

 

დაბრუნება

უძველესი ისტორია თანამედროვე დიზაინში - სამკაული და ისტორია"

 11.11.201227.11.2012      
გამოფენა განხორციელდა "თბილისობა-2012"-ის ფარგლებში    ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.      
 
გამოფენის კონცეფციის ავტორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი"ისტორიალი".
თანაორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი.

ინოვაციური შემოქმედებითი მიდგომა თანამედროვე საგამოფენო სივრცისადმი - ეს არის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი"-ს საგამოფენო კონცეფციის თავისებურება, რასაც ხშირად მნახველი "არაჩვეულებრივ" საგამოფენო სანახაობად მოიხსენიებს. ჩვენი საგამოფენო კონცეფციის თავისებურებაა - ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროების და თემების შემოქმედებითი გარდასახვა, ხელოვნების სხვადასხვა დარგების სინთეზით და საექსპოზიციო სამეტყველო საშუალებებით საგამოფენო სივრცეში მათი მაყურებლამდე მიწოდება. სწორედ, ამ კონცეფციის ნათელ შემოქმედებით განსახიერებას წარმოადგენს გამოფენა - "სამკაული და ისტორია", რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელოვნების სხვადასხვა დარგების - ვიდეო-ხელოვნების, მუსიკის, მხატვრული და ისტორიული ფოტოგრაფიის, ქანდაკების, დიზაინის  სინთეზში აცოცხლებს უძველეს საქართველოს. თემა - საქართველოს უძველესი და მდიდარი წარსულის ტრანსფორმირება თანამედროვეობაში, ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს არა მხოლოდ " ისტორიალი"-ს საგამოფენო შემოქმედებას, არამედ აქ შექმნილ კოლექციებსაც. სამშევენისები, რომლებიც განუყოფელი ნაწილია "ისტორიალი"-ს შემოქმედების ერთ-ერთი თვალსაჩინოებაა.

ექსპოზიციაში წარმოდგენილიიყო: საქართველოს ტერიტორიაზე - აწყური, იგოეთი, გრაკლიანი გორა, ყულანურხვა, მელაანი, (III ათასწ. - ძვ.წ. I ს) გათხრებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის კოლექციიდან.
საქართველოს ეროვნული საგანძურის სამგანზომილებიანი ფოტო-პლაკატები, ავტორი – თამარ ასლანაძე; სამშვენისები “ისტორიალის" კოლექციიდან; ნინო ყურაშვილის კოსტუმები; ოთარ ვეფხვაძის ქანდაკება;
დოკუმენტური ფილმები სერიიდან “დაკარგული ქალაქები”, ავტორი -  თომა ჩაგელიშვილი; დოკუმენტური ფილმი “მცხეთის სიძველენი” (1946); ისტორიული ფოტოგრაფია; ექსპოზიციაში გამოყენებულია ნიკოლოზ რაჭველის მუსიკა “პანკისის ჩვენებიდან`.

საგამოფენო პროექტის ავტორი და დირექტორი - მაკა დვალიშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი; გამოფენის კურატორები - თეა გოცირიძე, ეკა დვალიშვილი; კონსულტანტი - ვახტანგ ლიჩელი, პროფესორი, არქეოლოგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; ვიდეო ინსტალაცია-მონტაჟი/კომპიუტერული გრაფიკა - პაატა ედილაშვილი, დავით გაბადაძე.


დაბრუნება

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center